„თი-ბი-სი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EMEA Finance „თი-ბი-სი“ საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო „თი-ბი-სიმ“ ზედიზედ უკვე მერვედ მიიღო. გარდა ამისა, EMEA Finance-მა „თი-ბი-სი“ 2018 წლის საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად, მისი შვილობილი კომპანია, „თი-ბი-სი კაპიტალი“ კი საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა. EMEA Finance-ის აღიარება ხაზს უსვამს „თი-ბი-სი“ ბანკის საუკეთესო ფინანსურ შედეგებს და ციფრულ შესაძლებლობებს, ასევე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ სამაგალითო მომსახურებას.
„ჩვენთვის დიდი პატივია EMEA Finance-ის მორიგი აღიარება. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს „თი-ბი-სის“ წამყვან პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე და ასევე, მის მზარდ რეგიონალურ მნიშვნელობას. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება „თი-ბი-სი კაპიტალის“ საინვესტიციო ბანკად ჩამოყალიბებაზე უკვე აჩვენებს შედეგებს და ის მეორე წელია საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიად სახელდება”, – განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
EMEA Finance 2008 წლიდან გამოდის და ორიენტირებულია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ფინანსურ ბაზრებზე. ჟურნალი წამყვანი საინფორმაციო გამოცემაა ფინანსური მომსახურებისა და კორპორაციული სექტორის აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში თიბისი ბანკი წარმატებით იყენებს საბაზრო შესაძლებლობებს და იმსახურებს ქართველი ხალხის და ბიზნესსაზოგადოების ნდობას. მეტიც, „თი-ბი-სი“ ბანკი განიხილავს უზბეკეთსა და აზერბაიჯანში გაფართოებას, როგორც რეგიონალური სტრატეგიის უმთავრეს ნაწილს და შესაძლებლობას, გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა”, – განაცხადა ჟურნალ EMEA Finance-ის გენერალურმა დირექტორმა და გამომცემელმა, კრისტოფერ მორმა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები