რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ილოცეს (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სასულიერო პირებმა, „ქართული მარშის“ წევრებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა ილოცეს.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 06:30 საათიდან დაიწყეს შეკრება კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ისინი აცხადებენ, რომ “პრაიდის” ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
„ღირსების მარში“ დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა აქცია კიდევ ერთხელ გადადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები