მეტროსადგურ „დელისზე“ კედლიდან რუსულენოვანი წარწერა ჩამოხსნეს – სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

მეტროსადგურ „დელისზე“ კედლიდან რუსულენოვანი წარწერა ჩამოხსნეს. წარწერის ჩამოხსნის ამსახველი ფოტო დღეს სოციალურ ქსელში “ფეისბუქმომხმარებლებმა” გაავრცელეს.
როგორც “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რუსულენოვანი წარწერის დემონტაჟი მეტროს ნავიგაციის ორენოვან: ქართულ და ინგლისურენოვან სისტემას არ შეესაბამებოდა და მისი დემონტაჟი დღის წესრიგში დიდი ხანია, დგას.
თუმცა, რადგან წარწერა სპეციალური ტექნოლოგიით, ყალიბის გამოყენებითაა გაკეთებული და მისი მოხსნა სადგურის ვიზუალურ მხარეს დააზიანებდა, გადაწყვეტილი იყო, კონსტრუქცია მეტროსადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეხსნათ. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მიუხედავად ამისა, გადაწყდა, წარწერის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე მოეხდინათ და ის რამდენიმე დღის წინ ჩამოიხსნა.
“წარწერის ადგილი დამუშავდება, რათა სადგურის ვიზუალური მხარე არ დამახინჯდეს. სადგურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი წარწერის ადგილზე ერთიანი ნავიგაციის სისტემის ამსახველი კონსტრუქცია განთავსდება”, – განმარტავენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები