1-ელი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელთათვის სავალდებულო ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ, ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება.
“გაცნობებთ, რომ თუ 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს ელექტრონული დეკლარირების სერვისი შეეზღუდება. ორბიჯიანი ავტორიზაციის განხორციელების პროცედურა და ქვემომხმარებლის რეგისტრაცია წარმოდგენილია ვიდეოინსტრუქციებში.
გთხოვთ, იხილოთ ბმულები: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=TUi5-AuCmPw

ზემოაღნიშნული პროექტი ქმნის ახალ ტექნოლოგიურ შეასაძლებლობებს და გადასახადის გადმახდელად რეგისტრირებულ სუბიექტს სთავაზობს, თავად აკონტროლოს მისი ელექტრონული პორტალიდან სხვადასხვა დროს სისტემაში შესული ქვემომხმარებლები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მონიტორინგი გაუწიოს განხორციელებულ ოპერაციებს”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები