გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
გარდაცვლილი მამაკაცი 60 წლამდე ასაკის იყო. მამაკაცის ცხედარი კლდოვანი მთის ფერდობზე იპოვეს.
ის, სავარაუდოდ, ხევში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები