საპენსიო სააგენტო მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ინტერნეტსივრცეში საპენსიო სააგენტოს მსგავსი ყალბი ვებგვერდი შეიქმნა, რომელიც დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ყალბი ვებგვერდის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და განცხადებით მიმართეს.
„გვერდის იდენტიფიცირებისთანავე, მივმართეთ ძალოვან სტრუქტურებს წერილობით და, ასევე, ყველა მომხმარებელს “ინბოქსში” და გვერდზე მივწერეთ ინსტრუქცია. გარდა ამისა, მივუთითეთ ჩვენი გვერდის მისამართი და გავაფრთხილეთ, რომ ეს თაღლითური სქემაა. საპენსიო სააგენტო ყველა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს – საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტრაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათისა და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეჰყავს“, – აცხადებს საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაგდა კოტრიკაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები