გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებთან იყალთოში შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, იყალთოში, სასტუმრო „სავანეთში“ გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს ძირითადი საქმიანობა და სამომავლო პროექტები გააცნო. ტყის ინვენტარიზაცია და მონიტორინგი; ტყის მოვლა-აღდგენა; ხე-ტყის დამზადება; ტყითსარგებლობის სხვადასხვა სახეებზე ნებართვის გაცემა, სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფა და მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფა – ეს ის საკითხებია, რაზეც ჟურნალისტებმა სრული ინფორმაცია მიიღეს.
მედიის წარმომადგენლებმა სატყეო თემატიკაზე ვიქტორინაშიც მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები