ავთანდილ თალაკვაძე: “ფონდი ქართუ” მზაობას გამოთქვამს, აქციაზე დაშავებულთა მკურნალობის სრული ხარჯი აანაზღაუროს

,,ფონდი ქართუ მზაობას გამოთქვამს, სრული დანახარჯი აანაზღაუროს“, – ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ,,რეგიონალურ ჰოსპიტალში“ გააკეთა, სადაც იგი 20 ივნისს დაშავებული პაციენტები მდგომარეობას გაეცნო.
“ვადასტურებ, რომ ფონდმა „ ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების მოცულობის საკითხზე კონკრეტულად ჯერ ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცით, რა შემდგომ დანიშნულებებს მისცემენ პაციენტებს., თუმცა ფონდი “ქართუ” მზაობას გამოთქვამს, სრული დანახარჯი აანაზღაუროს“,- განაცხადა ავთო თალაკვაძემ.
მისივე თქმით, კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, ერთ-ერთი პაციენტი გაემგზავრა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე 2 პოლიციელი თურქეთში გააგრძელებს მკურნალობას. დღეს ღამით კი კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში. ,,თბილისის „რეგიონულ ჰოსიტალში“ რჩება 3 პაციენტი, მათ შორის ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. იმ ორი პაციენტიდან , რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, ის კონტაქტურია, თუმცა ამ დროისთვის იმყოფება დამზოგველ რეჟიმში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება მისი აპარატიდან მოხსნა. მეორე პაციენტთან დაკავშირებით, ასევე სტაბილური ჰემოდინამიკა გვაქვს, მას სავარაუდოდ უფრო ხანგრძლივი ვადით დასჭირდება რეანიმაციის განყოფილებაში განთავსება, თუმცა მაჩვენებლები გაუარესებული არ არის. დღეის მდგომარეობით მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, გუშინ მოხდა ერთ-ერთი პაციენტის გამგზავრება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე დღეს გაემგზავრა 2 პოლიციელი თურქეთში, რომლებიც „აჯიბადემის“ კლინიკაში შემდგომ მკურნალობას გააგრძელებს. ასევე, დღეს ღამე კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში რეაბილიტაციისთვის“, – განაცხადა ავთანდილ  თალაკვაძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი ისრაელიდან ჩამოვიდა, გრძელდება მუდმივი კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში საქართველოსა და ისრაელის ექიმებს შორის. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი პაციენტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები