არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფომ, პირველ ყოვლისა, რეაგირება და პასუხისმგებლობის შეფასება თავის მხარეს დაიწყო

“სახელმწიფომ, პირველ ყოვლისა, რეაგირება და პასუხისმგებლობის შეფასება თავის მხარეს დაიწყო, ანუ სამართლებრივი რეაგირება და გამოძიება, უპირველესად, დაიწყო სამართალდამცავთა მისამართით”, – ეს განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
„მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ   სახელმწიფომ, პირველ ყოვლისა, რეაგირება და პასუხისმგებლობის შეფასება თავის მხარეს დაიწყო, ანუ სამართლებრივი რეაგირება და გამოძიება, უპირველესად, დაიწყო სამართალდამცავთა მისამართით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სამართლებრივი რეაგირება იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც შესაძლოა, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში თუ ამ ძალადობრივი აქციის წაქეზებაში მონაწილეობდნენ. ამიტომ ეს თანმიმდევრობა აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები