“საფრენი აპარატი “რუსთავი 2-ის” თავზე ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის და საავიაციო სამუშაოებს ასრულებს”

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელევიზიის თავზე უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა, განცხადებით ეხმაურება.

„დღეს  „რუსთავი 2-ის” ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა „ამოუცნობი” საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ გადაფრენებს ტელეკომპანიის შენობის თავზე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი (Cessna 172) ეკუთვნის ისრაელის ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით. მუშაობა მიმდინარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ციფრული აეროგადაღებების პროდუქტებისა და ფოტორეალისტური 3D მოდელის შესაქმნელად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 16 მაისს მიანიჭა. საავიაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება. ფრენები შეთანხმებულია თავდაცვის სამინისტროსთან“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები