სალომე ზურაბიშვილი: ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც ადგილზე გავეცნობი სიტუაციას (ვიდეო)

“ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც ადგილზე გავეცნობი სიტუაციასა და ინფორმაციას დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“ამ დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბელორუსიაში ჩემი ვიზიტი შეწყვეტილიყო. თუმცა ამ დილითვე პრეზიდენტ ლუკაშენკომ თვითონ გადაწყვიტა, რომ მაინც შემხვედროდა და წამოსვლამდე მოკლე საუბარი გვქონდა. ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც ადგილზე გავეცნობი სიტუაციასა და ინფორმაციას დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ. ეს არის, პირველ ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბელორუსიაში 20 ივნისს გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა და ქართველ სპორტსმენებისთვის ეგულშემატკივრა. დაგეგმილი იყო პრეზიდენტის სტუმრობა ევროპული თამაშების ქალაქში, სადაც თამაშების მონაწილე, საქართველოს 61 სპორტსმენი ევროპული თამაშების პერიოდში იცხოვრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები