აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ზაზა ბოხუას განცხადებით, გუშინდელ აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კი სხვადასხვა კლინიკაში რჩება.
ბოხუას განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორ ადამიანს კი ოპერაცია უტარდება.
„კონკრეტულად ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილი იყო 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი  რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე. მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთის პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში  პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად, 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრამვა“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები