ინგოროყვას სახელობის კლინიკაში აქციაზე დაშავებული 11 პაციენტი რჩება – მათ შორის ერთი ქალია

ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამჟამად, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებული 11 მონაწილე რჩება, მათ შორის ერთი ქალია.
როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, კლინიკაში მთელი ღამის განმავლობაში აქციის დაშლის შემდეგ 46 მოქალაქე მიიყვანეს. სამედიცინო დაწესებულება დღეს დილით 35 პაციენტმა დატოვა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
11 პაციენტს კი გუშინ სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ, ძირითადად, სახის არეში.
კლინიკის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 11 პაციენტი ოპერაციის შემდგომი პერიოდიდან გამომდინარე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები