აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს – ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები

აქციის მონაწილეებმა რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს.

ისინი დაშლას არ აპირებენ და ბარიკადებს ამაგრებენ.

მათი შეძახილებიდან ისმის, რომ სპეცრაზმის გამოჩენას ელოდებიან, რომ ქვები დაუშინონ. ასევე, გზის ჩაკეტვას აპირებენ, თუმცა როგორც ჩანს, ისინი მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი.

აქციის მონაწილეები ვერ ამბობენ, რატომ არ იშლებიან, ან რას აპროტესტებენ.

ადგილზე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” წევრები, მათ შორის გიგა ბოკერია, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები