რუსთაველის გამზირის გარკვეულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირის გარკვეულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. თუმცა, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთანაა შეკრებილი.

ისინი უკან იხევენ, რესპუბლიკის მოედნისკენ. პარალელურად „თბილსერვისის” სამსახურის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.

ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტიც დაშავდა.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები