ექიმი: შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 20 პაციენტი სხვადასხვა დაზიანებით “ნიუ ჰოსპიტალსშია” მოთავსებული. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

“ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოსულია 20 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ იყვნენ რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ძირითადად, პაციენტებში აღინიშნება თვალის დაზიანებები. რამდენიმე პაციენტს თვალის ოპერაცია გაუკეთდება და მერე გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმაა. შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს. არის, ასევე ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. რამდენიმე ჭრილობიდან ამოღებულია ე.წ. რეზინის ტყვიები. 6 პაციენტი თვალის ტრავმითაა შემოსული, აქედან 3 არის საყურადღებო. ოპერაცია დასჭირდა 3 მათგანს. ოპერაციები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მეოთხე პაციენტის შემთხვევაზე დაკვირვება მიმდინარეობს”, – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა გიორგი კორძახიამ.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები