რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ  „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს.

ამასთან, აქციის რამდენიმე მონაწილემ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა დაწვა.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები აღარ არიან შეკრებილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები