რუსთაველზე დარჩენილი დემონსტრანტები ბარიკადებს აწყობენ – დაწვეს ,,ქართული ოცნების” დროშები

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, დარჩენილი დემონსტრანტები კი ბარიკადებს აწყობენ და ქვებს, სხვადასხვა ნივთებს ესვრიან სამართალდამცველებს. მათ სპეცრაზმთან მიახლოება სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რის გამოც მათ უკან დაიხიეს.

აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან დროშა და ბანერი ჩამოხსნეს და დაწვეს.

მდგომარეობა კვლავ დაძაბულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები