ინგოროყვას სახელობის კლინიკაში 3 პაციენტს სასწრაფო ოპერაცია უტარდება – ისინი რუსთაველზე აქციის დაშლის დროს დაშავდნენ

ამ წუთებში, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რუსთაველის გამზირზე აქციის დროს 3 დაშავებულ მოქალაქეს სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

როგორც კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ნინო ქოჩორაშვილმა განაცხადა, სამედიცო დაწესებულებაში მოთავსებულ აქციის მონაწილეებს სხვდასხვა დაზიანებები აღენიშნებათ და შესაბამისი მომსახურება უტარდებათ.

„ სამი პაციენტი გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში და ოპერაციები მიმდინარეობს, დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.
ცნობისათვის, რუსთაველზე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები