დიდი ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

საელჩო მხარეებს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში. ‪

“თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.

კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი.

მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები