საგარეო უწყება: გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები თანამდებობას ტოვებენ, სიცრუეა
გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები თანამდებობას ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, თითქოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას“, – აცხადებენ საგარემო საქმეთა სამინისტროში.