ლევან ვასაძის ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილთან ერთად მისი კიდევ რამდენიმე თანამოაზრეა დაკავებული
ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, გურამ ფალავანდიშვილთან ერთად მისი კიდევ რამდენიმე თანამოაზრეა დაკავებული.
შესაბამისი განცხადება მან ვერის ბაღში ცოტა ხნის გააკეთა. ამასთან, ვასაძე აცხადებს, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ვასაძე უწყებაში მისვლას აპირებს.