ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა – ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენა განახორციელა.
“ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე – ჟენევის ფორმატებში”, – განუცხადეს “კვირას” სუს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით, 13:00 საათზე ვერტმფრენმა ჯერ სოფელ ერგნეთს გადაუფრინა, შემდეგ კი სოფელ დიცის მიმართულებით წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები