სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
სამართალდამცველებმა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 173-ე მუხლით დაიწყო.
“უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – აცხადებენ უწყებაში.