მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე “ევექსის” ერთ-ერთ კლინიკაში დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” მამა შალვა კეკელიამ დაუდასტურა.
ცნობისათვის, მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დამძიმდა. მეუფეს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ის 10 დღეზე მეტს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
მიტროპოლიტის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.