გიორგი მშვენიერაძე: შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდის ჩაბარება მოუწევს

შსს-ს გამოცდის ჩაბარება მოუწევს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ტესტია, ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის გზაზე ვდგავართ, თუ ფაშისტური სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, სადაც უმრავლესობები გადაწყვეტენ, უნდა ჰქონდეთ თუ არა კონკრეტულ ადამიანებს აზრის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

მისი თქმით, დემოკრატიული სახელმწიფო მარტო უმრავლესობის მმართველობას არ ნიშნავს.

„ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატიულია სახელმწიფო, სადაც მართალია, ხელისუფლებას უმრავლესობა აკომპლექტებს, მაგრამ ხელისუფლება შეზღუდულია უმცირესობის და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით. ამიტომ, შსს-ს გამოცდის ჩაბარება მოუწევს“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები