ლევან ვასაძე: მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები

“მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები, რადგან ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას და ახდენენ რადიკალიზაციას 200-300 კაცის მეშვეობით”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა.
მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად მოაგვარებენ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები, რადგან ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას და ახდენენ რადიკალიზაციას იმ 200-300 კაცის მეშვეობით. ეს არის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც მათ უნდა ანაცვალონ მთელ ქართველ ერსა და მთელ ქართულ მოსახლეობას, საქართველოში მცხოვრებ სხვა ხალხებსა და მთელ საზოგადოებას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები