„სტამბაში“ ZEG – Tbilisi Storytelling Festival – რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იხსნება.

20 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ ZEG – Tbilisi Storytelling Festival – რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იხსნება.
ფესტივალი 20-22 ივნისს ჩატარდება და აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს გაგვიზიარებენ. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე მოწვეული სპიკერები, მათ შორის 29 უცხოელი სტუმარი.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან Impact Hub Tbilisi და Coda Story, მხარდამჭერი – “თი-ბი-სი” სტატუსი. ინფორმაცია ფესტივალის შესახებ და პროგრამა: http://tbilisistorytelling.com
ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები, დისკუსიები და „ვორქშოფები“ ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები