„პარაორკესტრი“ და მეგობრები საქველმოქმედო კონცერტს და გამოფენას გამართავენ

0

14 ივნისს, „პარაორკესტრი“ და მეგობრები კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება მსმენელს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „პარაორკესტრი“ საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ამიერკავკასიაში ერთადერთი მუსიკალური ჯგუფია.
ორკესტრის მიზანია შშმ პირების გააქტიურება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა, ინკლუზიური კულტურული ღონისძიებისა და კამპანიების პოპულარიზაცია, მათი მნიშვნელობის წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
17:30 – გაიღება კარი და მსურველი შეძლებს კონსერვატორიის შესასვლელში გამოფენა – გაყიდვაში მონაწილეობის მიღებას.
19:00 –  კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში „პარაორკესტრი“ და მეგობრები ყველაზე ჟღერად, ყველაზე მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენენ.
ღონისძიებაზე შემოსული თანხა გადაირიცხება მუსთერაპიულ ცენტრში, რომელიც მოხმარდება საკრავი ინსტრუმენტების შეძენას და ცენტრის განვითარებას.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობელთა ხიდი” და GIPA -ს მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი