ლაგოდეხში მე-11 კლასელმა იმშობიარა – არასრულწლოვნის შესაძლო გაუპატიურების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ერთ- ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ იმშობიარა.

სკოლის პედაგოგების ინფორმაციით, გოგონა კლასში ავად გახდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, აღმოჩნდა, რომ გოგონა ორსულად იყო და რამდენიმე საათში იმშობიარა. მათივე ინფორმაციით, ბავშვის გაჩენის შემდეგ გოგონა მშობლებს გამოუტყდა, რომ 40 წლამდე მამაკაცმა გააუპატიურა.

მომხდარი ფაქტი ,,კვირას”  შს სამინისტროში დაუდასტურეს.
“გამოძიება მიმდინარეობს 140-ე მუხლით, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ბავშვის მამის ვინაობის დადგენის მიზნით და ამის შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები