სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერს და 6 მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “იაფი სახლის” საქმეზე დაკავებულ ბათუმის ყოფილ მერს, მოქმედ ვიცე-მერსა და კიდევ ხუთ მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლევან გელოვანმა ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას სასამართლო დარბაზში მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების პროტესტი მოჰყვა. ადვოკატების განცხადებით, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ   ყოფილი და  მოქმედი მაღალჩინოსნები, სულ შვიდი პირი,  პროკურატურამ 31 მაისს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა.

დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ასევე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა მუნიციპალური პროექტის „იაფის სახლის“ ტენდერში, 2015 წელს, კომპანიას უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა და  მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გაფლანგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები