მზრუნველობამოკლებული მოზარდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენას წარმოადგენდნენ დღის ცენტრები: “ სტუდია ეი-დი-სი“, „ანიკა“, „მშობელთა ხიდი“ „და „კოჯრის შშმ ბავშვთა პანსიონატი“.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.