გაზგამანაწილებელმა კომპანიამ თბილისში ამორტიზებული მილსადენების შეცვლა დაიწყო

0

 

გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქში ამორტიზებული მილსადენების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ დედაქალაქში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე ჩადებული კოროზიული და, როგორც “კვირას” კომპანია “ყაზტრანსგაზიდან” აცნობეს, ამორტიზებული მილების სრულიად ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით დადგენილი პოლიეთილენის გაზსადენებით ჩანაცვლებას იწყებს, რაც აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარგებას უზრუნველყოფს. მსგავსი პროექტებისთვის გაზგამანაწილებელი კომპანია წელიწადში 20-მილიონიანი ინვესტიციის გამოყოფას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ, თბილისის მასშტაბით, დედაქალაქის უმეტეს რაიონებში გაზგამანაწილებელი ქსელის მილები რამდენიმე ათეული წელია, არ შეცვლილა.

კომენტარები

კომენტარი