ტურგენევის ქუჩაზე წყალარინების სისტემა ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტურგენევის N4-ში, სადაც 32 ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების სისტემა ეწყობა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, რაიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურასაც მოაწესრიგებს.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი – ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნულ მისამართზე 50 წელზე მეტია, მსგავსი სამუშაოები არ ჩატარებულა. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 41 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა ეზოში გზის საფარს მოაწესრიგებს, რათა მოსახლეობას კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოები, რომელსაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით  შპს „არმაზი“ ახორციელებს, ერთი თვის ვადაში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები