საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებს შეხვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის  თანამშრომლებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მათივე ინფორმაციით, გიორგი ჭიჭინაძემ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემი თანამშრომლებს განუმარტა, რომ საქართველოში ამოქმედებული რეფორმა ქვეყანას შემდეგ სარგებელს მოუტანს:
ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის შექმნა, ადგილიბრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის.
სახელმწიფო ელექტროსისტემის დასაქმებულების შეკითხვები საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხულ სარგებელს, თანხების დაბრუნების პირობებსა და ინვესტირების რისკების საკითხებს შეეხო.
პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხები და ისინი, ვისთვისაც სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გააგრძელებენ დაგროვებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები