ლევან დავითაშვილმა ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 21 მაისს  ქალაქ ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში – ,,საერთო საზღვაო დღის წესრიგი შავი ზღვისთვის” მიიღო მონაწილეობა.
ევროკომისიისა და რუმინეთის მთავრობის ორგანიზებით გამართული მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდა შავი ზღვის საერთო დღის წესრიგი, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და ევროკომისიის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. დოკუმენტის მიზნად ისახავს, ხელი შეეწყოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას, შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, ასევე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი კვლევებისა და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.
ევროკომისია მოახდენს დაგეგმილი აქტივობების კოორდინაციას, ასევე, შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს დღის წესრიგის შესრულების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ასახულია ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს აქვს.
მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში – კარმენუ ველა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გარემოსდაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები