“ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისას, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ნაგვის კონტეინერები მიწის ქვეშ განთავსდება”

“ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისას, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ნაგვის კონტეინერები მიწის ქვეშ განთავსდება”, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნული პროექტის განხორციელება შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას დაავალა.
კალაძის თქმით, ვიზუალურად არ არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩებზე გზაზე განთავსებული ურნები
„უახლოეს მომავალში ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. მთლიანად ვაწესრიგებთ ამ გამზირს თავისი კომუნიკაციებით, გარეგანათებებით, საფეხმავლო ბილიკებითა და ავტობუსის ზოლებით. ამ პროექტის ფარგლებში, „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას მინდა, საპილოტე პროექტის განხორციელება დავავალო, რომლის მიხედვითაც სანაგვე ურნებს, რომლებიც ზედ გზაზეა განთავსებული, მიწის ქვემოთ ჩავიტანთ, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქალაქშია. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
შესაბამისად, ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შემდეგ, ეს ადგილები ზემოდან დახურული იქნება, არ იქნება თვალშისაცემი და, რაც მთავარია, მეტი სისუფთავე შენარჩუნდება. შეიძლება, ნარჩენების სეპარირებაზეც ვიფიქროთ. რეაბილიტირებულ სკვერებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმა უკვე დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები