სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მოწესრიგდება მთლიანად ინფრასტრუქტურა.
„იქ მცხოვრები ადამიანებისათვის ძალიან მძიმე პირობებია. არც გზა არსებობს, არც სანიაღვრე, არც მოასფალტება, გადათხრილი, გაუბედურებულია ტერიტორია. იქ მცხოვრები ადამიანები არიან მძიმე მდგომარეობაში. არაერთი მომართვა იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირობა დავდეთ, რომ პროექტს განვახორციელებდით და მოვაწესრიგებდით ყველაფერს. დღეს უკვე ვიწყებთ სამუშაოებს, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
მთლიანად იქნება მოწესრიგებული ყველაფერი, ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქ მცხოვრები ადამიანებისათვის. ვფიქრობ, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მათთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ოთხი თვე დასჭირდება სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით, ორი მილიონი ლარი იხარჯება ამ პროექტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები