ზუგდიდში 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
როგორც “კვირას” ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, ბავშვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.
ამ დროისთვის, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები