ნათია მეზვრიშვილი ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს, რიჩარდ ტიბელსს შეხვდა.
„შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდიანრე რეფორმები და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს. რიჩარდ ტიბელსმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, ასევე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აქტუალური საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი