ვაჟა ჯაფოშვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ წარმომადგენლებს შეხვდა

0

საპენსიო სააგენტო კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი კომპანია „სარაჯიშვილის“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საპენსიო რეფორმის დადებითი ასპექტები გააცნო.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვაჟა ჯაფოშვილმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საპენსიო სქემის მონაწილე პროცედურებზე, ბენეფიტებზე ესაუბრა და საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა.
გარდა ამისა, ვაჟა ჯაფოშვილმა კომპანიის თანამშრომლების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
„განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ კვირას საპენსიო სქემაში 200-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა. მათ გაიაზრეს საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა და ის დიდი სარგებელი, რაც გრძლვადიან პერსპექტივაში ყოველ მოქალაქეზე აისახება”, – განაცხადა ვაჟა ჯაფოშვილმა

კომენტარები

კომენტარი