ონლაინსესხის არასწორი აღქმა

0

ონლაინსესხის არასწორი აღქმა

ქართულ ფინანსურ ბაზარზე ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის ის დრო, როდესაც ონლაინსესხი აუცილებლად ნეგატიურ ასოციაციას იწვევდა მომხმარებელში  და მაღალპროცენტიან, მხოლოდ სესხის გამცემი ორგანიზაციის ინტერესების გამტარ პროდუქტად იყო პოზიციონირებული.

ონლაინსესხი და გაციფრულების სტრატეგია

დღესდღეობით, ონლაინსესხში  ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომი სესხის ანალოგიური პროდუქტი მოიაზრება, რომელიც შეგვიძლია, რომელიმე ვებგვერდიდან მოვითხოვოთ და ამით:

  • დავზოგოთ დრო;
  • თავიდან ავირიდოთ რიგში დგომა;
  • თავისუფლად შევცვალოთ ჩვენი მოთხოვნები სესხის კალკულატორზე და ამით არ შევაწუხოთ საკრედიტო ექსპერტი და არც უხერხულად ვიგრძნოთ თავი;
  • ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში ავიღოთ სესხი.

ამ სტერეოტიპის ნგრევა გაციფრულების მზარდი ტენდენციის  დამსახურებაა. ონლაინ სესხი ანუ ის სესხი, რომელიც მომხმარებელს სესხის აღების  გამარტივებულ და კომფორტულ გამოცდილებას უქმნის და სწრაფად და მარტივად არის ხელმისაწვდომი, დიდი ხანია თავის თავში აღარ მოისაზრებს  ხელოვნურად გაძვირებულ პროდუქტს, რომელიც რადგან დისტანციურად შეგვიძლია შევიძინოთ, აუცილებად მაღალ პროცენტიანი უნდა იყოს.

ფინანსური ბაზრის გაციფრულების მთავარი შედეგი მომხმარებლის მხარეს მიმდინარე  პროცესების გამარტივებაა: ყველა საბანკო პროდუქტი და ოპერაცია მარტივი და მოქნილი უნდა იყოს, არ უნდა ზღუდავდეს მოხმარებელს დროსა და სივრცეში, ოპერაციები მობილურის  ან სხვა მოწყობილობის საშულებით უნდა ხორციელდებოდეს და თან ისე, რომ პარალელურად, მომხარებელს სხვა საქმის კეთებაც შეეძლოს.

იმავე პრინციპს ეფუძნება ბანკში ხელმისაწვდომი სესხების გაციფრულება:ფული მომხმარებელს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დასჭირდეს, გაუთვალისწინებელი სიტუაცია მოულოდნელად  გვირღვევს ფინანსურ გეგმებს და ამაზე ჩვენ დროული რეაგირების მოთხოვნა გვიჩნდება.

ონლაინ სესხი  სწრაფად, მარტივად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაშია ხელმისაწვდომი და ახლა ამას ისიც დაემატა, რომ დისტანციურად სესხის აღება მომხმარებლს ზუსტად იმავე პირობებით შეუძლია, რა პირობასაც მას ფილიალში მისვლის დროს შესთავაზებდა საკრედიტო ექსპერტი.

მოკლედ, სესხის მარტივი და სწრაფი  ხელმისაწვდომობა დღესდეობით აღარ არის მისი მაღალმარჟიანობის   წინაპირობა. მაგალითად, ვებ-გვერდზე www.tbccredit.ge რომელიც თიბისი ბანკის ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს  და სადაც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი  სესხის, სასწრაფო სესხის აღება არის შესაძლებელი, აღნიშნული სესხი ზუსტად იმავე პირობებით დაგხვდებათ, რა პირობითაც მას ფილიალში შემოგთავაზებდნენ.

სწრაფი სესხები

სასწრაფო სესხის ტიპის სესხები, რომელიც სწრაფი სესხების ჯგუფს მიეკუთვნება, სხვა სტანდარტულ სესხებთან შედარებით  მაინც მაღალი პროცენტით გამოირჩევა და ეს ხშირად მომხმარებელში მრავალ კთხვას აჩენს.   კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ სესხის აღების გზა, ონლაინ თუ ოფლაინ არხი არანაირ როლს არ თამაშობს სესხის ფასწარმოქმნაში: სწრაფი სესხები ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, მომხმარებლის მონაცემების გადამოწმება მხოლოდ მინიმალურ დონეზე ხდება და შესაბამისად, უფრო მაღალი რისკის მტარებელია, ვიდრე სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხი; ყველაფრის ამოსავალი წერტილი კი ისაა, რომ სესხი დროულად უნდა მიეწოდოს მომხმარებელს და არც ბანკს და არც მომხმარებელს არ აქვს ბიუროკრატიული და  ადმინისტრაციული  პროცესების სამართავად „ბევრი დროის” დახარჯვის ფუფუნება.

ონლაინ სესხის ძველი ეპოქიდან შემორჩენილი მცდარი სტერეოტიპების ნარჩენების ნგრევაც სულ მალე დაიწყება და ამაში ისევ გაციფრულება იტყვის საბოლოო სიტყვას: ციფრულ არხებში მალე სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები, განვადება, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტები და სხვა სასესხო პროდუქტები იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც საბოლოოდ დაარწმუნებს მომხმარებელს რომ სიტყვა „ონლაინ „მხოლოდ სესხის აღების არხს, სისწრაფეს და სიმარტივეს აღნიშნავს და არანაირად არ წარმოადგენს სესხის მარჟისა და ხარისხის განმსაზღვრელ პარამეტრს.

R

კომენტარები

კომენტარი