მაშველები მტკვარში მამაკაცის ცხედარს ეძებენ

0

მეორე დღეა, მაშველები მტკვარში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ისინი მამაკაცის ცხედარს ეძებენ.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახურს მოქალაქემ მიმართა, რომელმაც იუსტიციის სახლის მიმდებარედ მტკვარში მამაკაცი შენიშნა. ის დინებას მიჰყავდა და შველას ითხოვდა.
უწყებაში განგვიმარტეს, რომ შეტყობინების საფუძველზე მტკვარზე უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიება როგორც ქვეითად, ისე – წყალზე სამაშველო ტექნიკით.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი