ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

0

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნა აშენდება, რომლის მშენებლობაც რამდენიმე კვირაში დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა დაიწყება საქართველოში და ეს იქნებაელექტრომობილების პირველი  ქარხანა ქუთაისში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს უნიკალური საინვესტიციო პირობები აქვს. პრემიერი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გახდება.
„ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. ჩვენი თვალით რეალურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. იცით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სხვა უპირატესობები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი