როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში.
ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.
“აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.
21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი