სემეკ-ს ბუნებრივი გაზის რეგულირებული სექტორისთვის ანგარიშების ერთიანი სისტემა გადაეცემა

0

USAID-ის ენერგეტიკის პროგრამა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ბუნებრივი გაზის რეგულირებული სექტორისთვის ანგარიშების ერთიან სისტემას ოფიციალურად გადასცემს.
ღონისძიებას საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, სემეკ-ის თავმჯდომარე – ირინა მილორავა და USAID ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელი – დენიელ პოტაში გახსნიან.
„ანგარიშების ერთიანი სისტემა მნიშვნელოვანი მიღწევაა სემეკ-ისთვის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში გამჭვირვალე და უსაფრთხო აღრიცხვის სისტემის შექმნის მოთხოვნის შესასრულებლად. ამ ახალი სისტემის დანერგვით გაზრდილი გამჭვირვალობა და მონაცემთა უნიფიცირება შექმნის ფინანსური ინვესტიციებისთვის ხელშემწყობ გარემოს“, – აცხადებენ სემეკში.
მათივე ცნობით, გადაცემის ცერემონია   21 მაისს, 14:00 საათზე სემეკ-ის ოფისში  გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი