NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა შორის კახა კალაძე ლიდერობს

0

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი, კახა კალაძე ლიდერობს. დედაქალაქში გამოკითხული რესპონდენტების 33 % ფიქრობს, რომ კახა კალაძე კარგად მუშაობს; 10 %-ი აცხადებს, რომ კალაძე ძალიან კარგად მუშაობს; 30 %-ის შეფასებით, საშუალოდ; 16 %-ის აზრით – ცუდად; 7 % მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად; 3 % კი აცხადებს, რომ არ იცის.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 3 %-ის აზრით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ძალიან კარგად მუშაობს; 17 % აცხადებს, რომ კარგად; 44 % აცხადებს, რომ საშუალოდ; 17 % – ცუდად; 5 % – ძალიან ცუდად.
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს – გამოკითხულთა 1 % მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი კარგად მუშაობს; 19 %-ის აზრით – ძალიან კარგად; 38 % – საშუალოდ; 21 % – ცუდად; 9 % ამბობს, რომ ძალიან ცუდად; 12 %-მა აღნიშნა, რომ არ იცის.
პარლამენტის თავმჯდომარის , ირაკლი კობახიძის რეიტინგი კი ასეთია: 2 %-ის აზრით ის ძალიან კარგად მუშაობს; 14 % – კარგად; 38 % – საშუალოდ; 25 % – ცუდად; 8 % – ძალიან ცუდად.

კომენტარები

კომენტარი