„ენდიაი” – ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს

0

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევის თანახმად, ინსტიტუციების რეიტინგში დადებითი შეფასების მხრივ პირველ ადგილზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა.
ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 20 პროცენტი „ძალიან კარგად“ აფასებს; 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა „კარგია“; 21 პროცენტი – „საშუალო“.
ამასთან, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ იუსტიციის სახლების საქმიანობა „ძალიან კარგია“; 47 პროცენტი – „კარგი“; 27 პროცენტი – „საშუალო“.
რაც შეეხება ჯარის საქმიანობას გამოკითხვის შედეგი შემდეგნაირია: „ძალიან კარგი“ – 8 პროცენტი, „კარგი“ – 47 პროცენტი, „საშუალო“ – 26 პროცენტი.
​საქართველოს პოლიციის საქმიაობას გამოკითხულთა 6 პროცენტი „ძალიან კარგად“ აფასებს, 42 პროცენტი – „კარგად“, 34 პროცენტი – „საშუალოდ“.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.
​კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი