თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

0
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება. კომპანი “თელასის” ცნობით, ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მალხაზ დოლიძის, უჩანეიშვილის, წყნეთის, იმედაძისა და ნინო ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
„11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, ბესიკისა და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, თარხნიშვილის, როდენის, ქუჩიშვილის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძისა და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, სამღებროს, ხუდადოვის, სამღერეთის, ფილიას, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ინტერნატის, წერონისის, ანაპის, უცნობ გმირთა, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ბენდელიანის, ზესტაფონის, სერგი ჭილაიას, ლევან რჩეულიშვილისა და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, ენუქიძის, ქიზიყისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09:30 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავასა და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საირმის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საბურთალოს, შმიდტის, ბურძგლას, მინდელისა (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ნუცუბიძისა და შავგულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის მოედნის, ლეხ კაჩინსკის (ნაწილობრივ), ბოჭორმისა და დოლაბაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, ლეხ კაჩინსკისა (ნაწილობრივ) და კასპის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

კომენტარები

კომენტარი