ფეიქრიშვილების ხუთშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება

ფეიქრიშვილების ხუთშვილიანი ოჯახი უკვე 9 წელია, რაც საპატრიარქოს თავშესაფარში ცხოვრობს. ეს პატარები მოკლებულნი არიან განვითარების ნორმალურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ, დადიან ძველმანებში, ხოლო მათი მომავალი, თუ კვლავ ასე გაგრძელდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება!
“ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელი  ბავშვების დედას – ლალი ფეიქრიშვილს ესაუბრა:

-როგორ მოხვდა თქვენი ოჯახი თავშესაფარში?
ლალი: ეს საპატრიარქოს თავშესაფარია. მადლობა ღმერთს, რომ ქუჩაში არ ვართ! მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში შევქმენით, მაგრამ მოგვიანებით დედამთილი იძულებული გახდა სახლი გაეყიდა. დავრჩით ქუჩაში. ჩამოვედით თბილისში და საცხოვრებელი ვიქირავეთ, შემდეგ კი თავშესაფარში დავიდეთ ბინა. მადლობელი ვართ საპატრიარქოსი!

-დიდი ხანია, რაც მატერიალურად გიჭირთ?
ლალი: იცით, დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, მაგრამ როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით ცხოველთა თავშესაფარში, პურის ფული გვქონდა. მას შემდეგ, რაც იქ ფინანსური კრიზისი დაიწყო, ჩვენ შეკვეცაში მოვყევით.

– ახლა სად არის თქვენი მეუღლე?
ლალი: ჩემი ქმარი უმუშევარია. ახლა სამუშაოს საძებნელად არის წასული. ღმერთმა ქნას, რომ რაღაც გამოჩნდეს, თუნდაც ერთჯერადი. ჩვენთვის თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ყველაზე უმცროსი ბავშვისთვის, რომელიც ავადმყოფობს.

-რა აწუხებს?
ლალი: ანემია სჭირს. გამოკვლევაზე დამყავს სამ თვეში ერთხელ. ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის 50 ლარს გამოყოფს, დანარჩენ თანხას მე ვამატებ.

-რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს?
ლალი: სოციალური შემწეობა. ფული, ძირითადად, საჭმელზე და მედიკამენტებზე გვეხარჯება. მერიის უფასო სასადილო ტერიტორიულად შორსაა, ვერ დავდივართ, ტრანსპორტის ფული არ გვაქვს…

-დახმარებისთვის ვინმესთვის მიგიმართავთ?
ლალი: არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, რომ სახურავი გააკეთოს და გაზი შემოიყვანოს შენობაში, მაგრამ უშედეგოდ. გვითხრეს, რომ რახან შენობა საპატრიარქოს ეკუთვნის, ჩვენს ბალანსზე არ არისო. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვაქცია ყურადღება და დახმარებას დაგვპირდით.

-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახისთვის გადაუდებელ საჭიროებას?
ლალი: სახურავის შეკეთება, რადგან წვიმის დროს წყალი ჩამოდის ჭერიდან. ამის გამო ნესტის სუნი დგას, ზამთარში ცივა, ხოლო ზაფხულში – საშინლად ცხელა. აგრეთვე, საკვები პროდუქტები გვესაჭიროება, საბავშვო ტანსაცმელი, მედიკამენტები… არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც მაცივარი…

-ლალი, რაზე ოცნებობთ?
ლალი: ჩემი შვილების ბედნიერებაზე ვოცნებობ. ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ და მომავლის იმედს გვაჩუქებენ!

“მეგობრებო, ფეიქრიშვილების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 25, საპატრიარქოს თავშესაფარი.ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003ანGE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ფეიქრიშვილების ოჯახი). თანხისგადარიცხვაშეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები